გორის შესასვლელთან, ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს "მიცუბიშის" მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა.
როგორც "რუსთავი 2-ს" თვითმხილველებმა განუცხადეს, მსუბუქ ავტომანქანაში მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა.
ერთ-ერთ დაშავებულს ქვედა კიდურის მოტეხილობა აქვს,დანარჩენ სამს - მსუბუქი დაზიანებები. სამედიცინო გამოკვლევები მათ ამ წუთებში უტარდებათ.
შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიყო, რაც ტრასპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.