ავლაბარში მოსახლეობა ქურხულის ქუჩაზე მდებარე სკვერში სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, "შპს D&D" ჯგუფმა ადგილზე ჯანსაღი ხეები უკანონოდ გაჩეხა.
სკვერში გამართულ აქციას თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილიც ესწრება. ის თბილისის მერიისგან მოითხოვს, რომ ინვესტორს ტერიტორია ადგილმონაცვლეობის წესით შეუცვალოს, ადგილზე კი კვლავ სკვერი მოაწყოს.
„კეთილი ინებოს მერიამ, გამოიყენოს ადგილმონაცვლეობის წესი, გაუცვალონ ტერიტორია და აღადგინონ სკვერი, როგორც იყო,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.