18 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
საპროტესტო აქცია ფოთში - ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობა ცემენტის ქარხნის მუშაობას აპროტესტებს

საპროტესტო აქცია ფოთში - ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობა დასახლებასთან ახლოს მდებარე ცემენტის ქარხნის მუშაობას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, საწარმოდან მტვერი ვრცელდება, რაც გარემოს აბინძურებს და მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

საწარმოში ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებებს არ აკეთებენ.

ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას უმოკლეს ვადებში ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრება.

დღის ამბები