18 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოდან გაწერეს

ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოდან გაწერეს. ვერტმფრენში ეკიპაჟის 3 წევრი და ერთი მაშველი ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფებოდნენ. საავადმყოფოში მათ შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ. 

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართული ვერტმფრენი დღეს ავზის ავსების დროს ჩამოვარდა. მფრინავებს ავარიული დაშვების წყალზე განხორციელება მოუწიათ, რის შემდეგაც საფრენი საშუალება ამოტრიალდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები