”ევროპულმა საქართველომ” რუსთავში დასუფთავების აქცია გამართა. მერობის კანდიდატმა, ნინო იმედაშვილმა, პარტიის აქტივთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ქალაქის ცენტრში მდებარე ახალგაზრდობის პარკი დაასუფთავა.
ადგილობრივების თქმით, პარკის ტერიტორია წლებია უპატრონოდაა მიტოვებული, არ არის სანაგვე ურნები, გარე განათება და სარწყავი სისტემა, რის გამოც ნარგავები ხმება. ტერიტორიას კი საკუთარი ინიციატივით წმენდენ.
„არ შეიძლება მა პარკში დაჯდომა საერთოდ, არავინ არ აქცევს ყურადღებას. ადგილობრივები მოსახლეები თუ დაალაგებენ,“ - განაცხადა რუსთავის მცხოვრებმა, ინგა ბერიშვილმა.
ნინო იმედაშვილის განცხადებით, ბიუჯეტიდან ქალაქის კეთილმოწყობისთვის გამოყოფილი თანხები კორუფციულად იხარჯება და ქალაქს არ ხმარდება.
„მიანტერესებს რაზე იფლანგება ბიუჯეტის ფული. 100 ათასი გამოიყო 6 სკვერის რეაბილიტაციაზე და არცერთი სკვერი არ არის რეაბილიტირებული,“ - განაცხადა ნინო იმედაშვილმა.