ხანძარია ქვემო ქართლში. ”კურიერს” თვითმხილველები დაუკავშირდნენ. მათი ინფორმაციით, ცეცხლი მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში გაჩნდა. შსს-ში განმარტავენ, რომ ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. წინასწარი ცნობით, ცეცხლი ბალახს მოეკიდა.
„შაუმიანის ტერიტორიაზე არის გავრცელებული. ერთი კერა არის, შეიძლება 2 კერადაც მოვიაზროთ. ერთი არის მთის წვერზე და მეორე ხევში ჩადის, ბუჩქნარს უკიდია, საგანგაშო არაფერია, 2 ბრიგადა არის უკვე მობილიზებული. სიტუაცია უკვე კონტროლს ექვემდებარება და მუშაობა მიდის როგორც მანქანებით, ისე ცოცხალი ძალითაც მუშაობენ. ადგილზე მობილიზებული არის ყველა საჭირო ძალა, თვითმმართველობაც, იქ იმყოფება ადგილობრივი ხელისუფლებაც და კონტროლზე ვართ,“ - განაცხადა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ.
ეს ქვემო ქართლში დღის განმავლობაში გაჩენილი მეორე ხანძარია. დღის პირველ ნახევარში ცეცხლი გარდაბნის რაიონშიც გაჩნდა, ამ დროისთვის იქ ხანძარი ლიკვიდირებულია.