ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, პრევენციის მიზნით ხეობაში ცოცხალი ძალა მაინც რჩება.
ბორჯომის ხეობაში ხანძარს მეხანძრე-მაშველები ერთი კვირის განმავლობაში აქრობდნენ. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო ტექნიკა და ავიაცია, საქართველოს მეზობელი ქვეყნებიც დაეხმარნენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვერტმფრენმა ავზის ავსების დროს ავარიული დაშვება განიცადა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.