18 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
ბორჯომის ხეობაში წყალსაცავში ჩავარდნილ ვერტმფრენს ხვალ ამოიყვანენ

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ჩამოვარდნილ ვერტმფრენს ხელოვნურად შექმნილი აუზიდან ხვალ ამოიყვანენ და სპეციალური ტექნიკით თბილისში გადაიყვანენ.

გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მდინარე გუჯარულის დაბინძურების საშიშროება არ არსებობს.

შს მინისტრის განცხადებით, ვერტმფრენის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზები ჯერ უცნობია, რაც შეეხება ზარალს, მის დათვლას საფრენი საშუალების თბილისში გადაყვანის შემდეგ დაიწყებენ. მღებრიშვილმა ასევე განმარტა, რომ ვერტმფრენმა ტექნიკური შემოწმება 2 დღის წინ გაიარა.

შეგახსენებთ, რომ ვერტმფრენი, რომელმაც ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში აქტიურად იყო ჩართული, დღეს ხელოვნურად შექმნილ აუზში წყლის შეგროვების დროს მწყობრიდან გამოვიდა და მფრინავებს მისი წყალზე ავარიულად დაშვება მოუხდათ, რის შედეგადაც ვერტმფრენი ამოტრიალდა.

ვერტმფრენში 4 ადამიანი იმყოფებოდა - ბორტის 3 წევრი და 1 მაშველი. ოთხივე მათგანმა მცირე დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოდან დღესვე გაწერეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები