18 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
ბორჯომის ხეობაში მძიმე ტექნიკა მუშაობს, ვერტმფრენს გუჯარულადან ხვალ ამოიყვანენ

ბორჯომის ხეობაში, სადაც სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განიცადა, მძიმე ტექნიკა მუშაობს, რათა გზა გაიჭრას და ვერტმფრენი ამოიყვანონ. დაბინძურებული ტერიტორია მთლიანად გაიწმინდა. 

საწვავის ჩაღვრის ადგილი იზოლირებულია. მოწყობილია სპეციალური ჯებირები, რომ არ მოხდეს მდინარის დაბინძურება. წყლის ამოტუმბვის შემდეგ ვერტმფრენის ამოყვანის ოპერაცია დაიწყება. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს გუჯარულადან ხვალ ამოიყვანენ.

ბორჯომის ხეობაში ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა პრევენციის მიზნით ხეობაში მაშველები, ექსპერტ-კრიმინალისტები და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები რჩებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები