18 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
დავა ღვთისმშობლის კვართზე - სიწმინდის ათონის მთაზე ერთი თვით გადაბრძანების სურვილმა მრევლი გააღიზიანა

ღვთისმშობლის კვართის ათონის მთაზე ერთი თვით გადაბრძანების სურვილი ადგილობრივი მრევლის აღელვების მიზეზი გახდა. ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის ეპისკოპოსმა "კურიერს" დაუდასტურა, რომ მსგავსი წერილი ქართულმა მხარემ უკვე მიიღო. მეუფე გერასიმეს მტკიცებით, კვართის გადაბრძანების საკითხზე თანხმობას საქართველოს საპატრიარქო არ გასცემს.

ვიდრე ბერძნული მხარე ღვთისმშობლის კვართის ათონის მთაზე გადაბრძანების სურვილს გამოთქვამდა, მარიამობის დღესასწაულზე სიწმინდის ხობის ტაძარში გადატანის სურვილი ფოთის და ხობის მიტროპოლიტმა გამოთქვა, რასაც ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიისა და ადგილობრივი მრევლის ხმაურიანი უკმაყოფილება მოჰყვა.

სადავო საკითხზე საგანგებო განცხადება საპატრიარქომ გაავრცელა. ტექსტში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილებას კვართის ადგილსამყოფელის შესახებ წმინდა სინოდი მიიღებს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ მარიამობის დღესასწაულზე კვართი ისევ ზუგდიდში დარჩება.

ავტორი: ემა გოგოხია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები