18 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ტყის ახალი კოდექსი და ხანძარსაწინააღმდეგო გეგმის წინასწარ შემუშავება - ექსპერტები ხელისუფლებას მიმართავენ 

ექსპერტები სახელმწიფოს მიერ ხანძარსაწინააღმდეგო გეგმის წინასწარ შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობენ.

მათი შეფასებით, ეს ყველაზე მინიმალურია, რაც ხელისუფლებას მასშტაბური ხანძრის პრევენციისთვის შეუძლია. სპეციალისტების აზრით, მსგავსი გეგმა ბორჯომის ხეობაში ხანძრის დროს რომ ყოფილიყო, ზარალი გაცილებით ნაკლები იქნებოდა.

ექსპერტები თვლიან, რომ პარლამენტმა ტყის ახალი კოდექსის განხილვა საშემოდგომო სესიაზე უნდა დაიწყოს.

„აუცილებლად წელსვე პარლამენტმა უნდა განიხილოს და მიიღოს ტყის ახალი კოდექსი, რომელიც მოამზადა გარემოს დაცვის სამინისტრომ ევროკავშირის და ავსტრიის განვითარება თანამშრომლობისათვის დახმარებით. ასევე კანონი ბიომრავალფეროვნების შესახებ. უნდა გააცნობიეროს მთავრობამ, რომ ამ მიმართულებით აქვს სერიოზული ნაბიჯები გადასადგმელი და უკვე 2018 წლის ბიუჯეტში უნდა აისახოს ის თანხები, რაც საჭიროა ტყეების ინვენტარიზაციისთვის,“-განაცხადა CENN-ის წარმომადგენელმა რეზო გეთიაშილმა.

ანალიტიკოსთა თქმით, მნიშვნელოვანია ტყის მცველების გაზრდაც და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა. 

დღის ამბები