30 სექტემბერი 2024,   17:22
ვრცლად
ბორჯომის წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენის პილოტების დაკითხვა მიმდინარეობს

ამ წუთებში ბორჯომის წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენის პილოტების დაკითხვა მიმდინარეობს.

ჯერჯერობით უცნობია ამოიღეს თუ არა პილოტისა და მართვის ცენტრის  ჩანაწერები. 

პარალელურად, ბორჯომის ხეობაში მდინარე გუჯარულადან საფრენი აპარატის
ამოყვანის სამუშაოები მიმდიანრეობს.

პროცედურა, სავარუდოდ, დღეს დასრულდება, რის შემდეგაც  ვერტმფრენს სპეციალური ტექნიკით თბილისში ექსპერტიზისთვის გადმოიტანენ.

რაც შეეხება ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებას, ხანძრის ჩასაქრობად საქართველოში ჩამოსული მეგობარი ქვეყნების ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა ტოვებს. ბორჯომის ხეობიდან უკვე გავიდნენ სომხეთის საგანგებო - სახანძრო ბრიგადები.

მოგვიანებით ქვეყანას ცოცხალ ძალასთან ერთად დატოვებენ აზერბაიჯანისა და ბელარუსის ვერტმფრენები.

თურქეთმა საფრენი აპარატი და საკუთარი ბრიგადები გუშინ გაიყვანა. საქართველოს დასახმარებლად ცოცხალი ძალა და ავიაცია რამდენიმე ქვეყანამ ხანძრიდანრამდენიმე დღეში გამოგზავნა.

ცეცხლის ლიკვიდაცია ბორჯომის ხეობაში მისი გაჩენიდან ზუსტად ერთი კვირაში გახდა შესაძლებელი.

დღის ამბები