18 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
ზუგდიდში 3 წლის ბავშვი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოვარდა

უბედური შემთხვევა ზუგდიდში  - წმინდა ლუკას სახეობის ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მესამე სართულის ფანჯრიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა.

შემთხვევის დროს პალატაში მცირეწლოვანის დედა იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ის ბავშვს საჭმელს უმზადებდა.

სამი წლის გაბრიელ ლუკავას მდგომარეობა მძიმეა. მას მრავლობით მოტეხილობები  და თავის  ქალის ტრავმა აღენიშნება.

მცირეწლოვანი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, თუმცა მას ბავშვთა რეანიმაცია სჭირდება,  ამიტომ მას ქუთაისში გადაიყვანან, სადაც ბავშვს ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდება.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღიძრა.

დღის ამბები