სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ღვთისმსახურებას მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.
წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს.
საზეიმო წირვას პრემიერთან ერთად მთავრობის წევრები ესწრებიან. სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფება დედაქალაქის მერი და ასევე „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდება.