30 სექტემბერი 2024,   17:31
ვრცლად
სოფელ დაბასთან ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა

სოფელ დაბასთან ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა. ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებული იყო, თუმცა ამ წუთებში ცეცხლის ახალი კერა გაღვივდა. როგორც ცნობილია ადგილზე 2 სახანძრო მანქანა დგას.

ბორჯომის ხეობაში პრევენციის მიზნით მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან. როგორც ცნობილია, მეგობარი ქვეყნებიდან შემოსულმა ცოცხალმა ძალამ და ავიაციამ ბორჯომის ხეობა დატოვა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. ვერტმფრენი წყლიდან დღეს ამოიყვანეს. 

დღის ამბები