„პრაქტიკულად, არ არსებობს ცეცხლის კერა,“- ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა ბორჯომის ხეობაში გააკეთა. ლევან იზორიას თქმით, ხეობაში ნიადაგი პრევენციის მიზნით მუშავდება, რათა ცეცხლის გაჩენა თავიდან იქნას აცილებული.
„მიმდინარეობს მხოლოდ პრევენციის მიზნით ცალკეული ადგილების იდენტიფიცირება, რათა მოხდეს ნიადაგის ერთობლივად დამუშავება შესაძლო ცეცხლის გაჩენის პრევენციის მიზნით,“- განაცხადა ლევან იზორიამ.