„ტორფი იწვის, არის დაკვამლიანება, საპანიკო და საგანგაშო არაფერია,"- ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა ბორჯომის ხეობაში გააკეთა. გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, ბორჯომის ხეობაში ცოტა ხნის წინ კვამლის გაჩენის მიზეზი ნიადაგის ტორფის წვა გახდა.
შს მინისტრის თქმით, ხეობაში ცეცხლის კერის გაჩენის საფრთხე არ არსებობს. ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან.
„ის ცოცხალი ძალა, რომელიც ახლა ზონაში ვრჩებით, იმიტომ ვრჩებით, რომ თუკი სადმე დაკვამლიანებას შევნიშნავთ, ის ადგილები დავამუშავოთ. ღია ცეცხლის კერა არსად გვაქვს. საფრთხე იმისა, რომ სადმე შეიძლება გაჩნდეს ღია კერა, პრაქტიკულად, არ არსებობს. იმიტომ, რომ მთელს ტყეში, ყველაზე სარისკო ადგილებზე ცოცხალი ძალა მობილიზებულია.