ხანძარი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში - სოფლების, სვირისა და კორხეს, მიმდებარედ ტყეს ცეცხლი უკიდია. ცეცხლი მიუვალ ადგილას გაჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ამ წუთებში ცდილობენ.
მეხანძრეებთან ერთად სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაცაა ჩართული. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის მასშტაბი და გავრცელების ზუსტი არეალი.