ბორჯომის ხეობაში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი საავტომობილო გზაზე გადმოიყვანეს. მი-8-ს მძიმე ტექნიკას ჩააბამენ და თბილისში გადმოიყვანენ, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდება და მიყენებული ზარალი დადგინდება.
ვერტმფრენი ბორჯომის ხეობაში გუშინ ჩამოვარდა. პილოტებს ვერტმფრენის წყალზე ავარიულად დაშვება მოუხდათ, რის შედეგადაც მი-8 ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი - ბორტის 3 წევრი და მაშველი, დაშავდა. ოთხივე მათგანმა მცირე დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოდან გუშინვე გაწერეს.
მდინარე გურაჯულას აუზში ჩავარდნილი ვერტმფრენი ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში პირველივე დღიდან იყო ჩართული და ასობით ფრენა განახორციელა.