18 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
მე-13 საუკუნის ფიტარეთის მონასტერი უნებართვოდ ჩატარებულმა მძიმე ტექნიკის სამუშაოებმა დააზიანა

მე-13 საუკუნის ფიტარეტის მონასტერი დაზიანდა. სპეციალისტების მტკიცებით, ტაძრის გალავანი მძიმე ტექნიკამ დააზიანა, რომელიც ადგილზე მუშაობდა.

ფიტარეთის მონასტრის წინამძღვარი, აქრიმანდრიტი ექვთიმე შავდათუაშვილი კი აღიარებს, რომ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მან ნებართვის გარეშე შეუშვა, თუმცა, უარყოფს, რომ გალავნის დაზიანების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

არქეოლოგი იულონ გაგოშიძე აცხადებს, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მძიმე ტექნიკის მუშაობის დროს განადგურდა არქეოლოგიური ფენა, სადაც შესაძლოა, უნიკალური სამარხები ყოფილი. არქეოლოგი წაშლილი ისტორიული კვალის გამო, ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს აკრიტიკებს და მომხდარზე პასუხისმგებლობას საპატრიარქოს და სახელმწიფოს აკრიტიკებს.

კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, მონასტრის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ფენის დაზიანებას გამორიცხავს.

ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში კი არ გამორიცხავენ, რომ მეცამეტე საუკუნის ძეგლის დაზიანების გამო, სანქციები გაატარონ, მათ შორის სასულიერო პირებზეც.

დღის ამბები