რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რუსი მესაზღვრეების მიერ ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის დაკავების შესახებ, ქართული მხარე არ ადასტურებს.
გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილი საქართველოს ტერიტორიზე შემოსვლას ყალბი დოკუმენტებით ცდილობდა და ჩხრეკის დროს მას ყალბი პირადობის დამადასტურებელი რამდენიმე მოწმობა აღმოაჩნდა.
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველო მის ვინაობას ამ დრომდე არ ასახელებს.