18 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
არ არსებობს კრიზისების მართვა და საგარეო უსაფრთხოების სისტემა - ექსპერტები რუსეთისთვის დახმარების თხოვნის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებენ 

ქართული მხარის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილ დახმარების თხოვნას ქართველი ექსპერტები ეხმაურებიან. ანალიტიკოსები ქვეყნაში სერიოზულ ინსტიტუციურ პრობლემაზე საუბრობენ.  

მათი შეფასებით, ბოლო მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ საქართველოში არ არსებობს საგარეო და უსაფრთხოების სისტემა.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია ამბობს, რომ ქვეყანაში  ვერ ხერხდება კრიზიების მართვა.

„ნათლად ჩანს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს რამდენიმე სერიოზული ინსტიტუციური პრობლემა, პირველი: არ არსებობს ინსტიტუციურად ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკის წარმოების და განხორციელების მექანიზმები, საგარეო და უსაფრთხოების სისტემა არის სრულიად დეორგანიზებული და მეორე ასევე არანაკლები მნიშვნელობის პრობლემა - არ არსებობს ქვეყანაში კრიზისების მართვის პოლიტიკა და კრიზისები პირველ რიგში არის პოლიტიკური პრობლემა, რომელსაც სჭირდება პოლიტიკური პასუხი,“- განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

კრიზისების მართვის სისტემის არ არსებობაზე ამახვილებს ყურადღებას „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე“ დავით სიხარულიძეც. მისი თქმით, რუსეთმა ქართული მხარის შეცდომა და „უსაგნო“ მიმართვა, თავის სასარგებლოდ გამოიყენა.

„რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოიყენა სწორედ უსაგნო მიმართვა თავისი პროპაგანდისტული მიზნებისათვის,“-ამბობს დავით სიხარულიძე.

ის რომ საქართველოს მთავრობამ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციაში დახმარებისთვის  ერთ-ერთი პირველი ოკუპანტ სახელმწიფოს მიმართა, "კურიერს" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გუშინ დაუდასტურა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები