ავტოსაგზაო შემთხვევა ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან. შემთხვევის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი. ორი მათგანი მკურნალობას ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში გადის.
მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მსუბუქი ავტომობილი სიჩქარის გადაჭარბების გამო სავალი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.