18 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
"ახალი ინსტიტუტის შექმნა ნამდვილად არ იყო აუცილებელი" - უჩა ნანუაშვილი მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივაზე ეუთო-ს დასკვანს ეხმაურება

მედია ომბუდსმენის ინსტიტუტთან დაკავშირებით ეუთოს მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, სახალხო დამცველი ეხმაურება.

უჩა ნანუაშვილი იზიარებს საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიციას და მიიჩნევს, რომ საჭიროა ადამიანის უფლებებზე მომუშავე არა ახალი ინსტიტუციების შექმნა, არამედ უკვე არსებულის გაძლიერება.

„ჩვენ ადრეც აღვნიშნეთ, რომ ახალი ინსტიტუტის შექმნა ნამდვილად არ იყო აუცილებელი, უკვე არსებობს რამდენიმე ინსტიტუტი, რომელიც მუშაობს ამ საკითხებზე და ალბათ უპრიანია გაძლიერდეს არსებული ინსტიტუტები. რაც შეეხება ეუთოს დახმარებას, შესაძლოა რაღაც მოკლევადიანი დახმარების სახით ყოფილიყო ეს დახმარება, რაზეც უშუალოდ ეს დასკვნაც მიუთითებს. პრინციპში ჩვენი მოსაზრებები მთლიანად ემთხვევა ეუთოს დასკვნას, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ უკვე არსებული ინსტიტუტები უნდა განვითარდეს ამ მიმართულებით,“-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ეუთოს პოზიციას მედია ექსპერტები აფასებენ როგორც ფაქტობრივი უარს გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივაზე. დოკუმენტში საუბარია, რომ ინიციატივა "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო დავასა და "საზოგადოებრივ მაუწყებელში" შექმნილ ვითარებას უკავშირდება.

საერთაშორისო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მსგავსი ინსტიტუტის არსებობა კონსენსუსით უნდა გადაწყდეს.

წერილის მიღებიდან უკვე თითქმის სამი კვირა გავიდა, თუმცა ოფიციალური განცხადება მთავრობის მხრიდან ამ დრომდე არ გაკეთებულა.

ამავე თემაზე
დღის ამბები