18 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
"სამწუხაროდ დღემდე წინსვლა არ არის"- ომბუდსმენმა ლაფანყურის მოვლენებისას დაღუპული სპეცრაზმელის, არჩილ ჩოხელის ოჯახი მოინახულა 

ლაფანყურის მოვლენებიდან 5 წელი გავიდა. დღეს სახალხო დამცველმა შეტაკებისას დაღუპული სპეცრაზმელის, არჩილ ჩოხელის ოჯახი მოინახულა.

უჩა ნანუაშვილმა პროკურატურას ობიექტური და სამართლიანი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.

გამოძიება არჩილ ჩოხელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 5 წლის წინ დაიწყო. 2012 წლის 28-29 აგვისტოს სპეცოპერაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების 2 სპეცრაზმელი, 1 ექიმი და შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი ემსხვერპლა.

„სამწუხაროდ გამოძიება უკვე წლებია მიმდინარეობს, შეიძლება ითქვას, რომ არანაირი სიახლე არ არის მიუხედავად იმ მოლოდინისა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა, რომ ეს საქმე იქნებოდა გამოძიებული. სამწუხაროდ დღემდე წინსვლა არ არის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე ზოგადად კითხვის ნიშნები ჩნდება თუ რა უშლის ხელს გამოძიების ეფექტურობას,“-განაცხადა სახალხო დამცველმა.

დღის ამბები