30 სექტემბერი 2024,   17:29
ვრცლად
აბასთუმნის ტყეში ხანძარია - ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოებში ვერტმფრენი ერთვება

აბასთუმნის ტყეში ხანძარია. როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო ჯგუფები, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ასევე პროცესში ერთვება ვერტმფრენი.

უწყების ცნობით, ცეცხლი დიდ ფართობზე არ არის გავრცელებული, თუმცა იმის გამო, რომ მწვანე ნარგავები სწრაფად აალებადია, სამაშველო სამსახური სრულ მობილიზებას ახდენს. 

დღის ამბები