სამცხე-ჯავახეთის ტყეებში კიდევ ერთი ხანძარია - ცეცხლი ტყის მასივს ამჯერად აბასთუმნის მიმდებარედ გაუჩნდა. ადგილზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანძარი უკვე 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა მოდებული.
ადგილზე მუშაობენ სახანძრო ბრიგადები, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთო სპეციალური ვერტმფრენიც. ადიგენში უკვე შს მინისტრიც ჩავიდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია 100-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე ცეცხლის ქრობით სამუშაოებში მონაწილეობს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 170 თანამშრომელი.
გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
„100-კაცამდე მეხანძრე მაშველი ადგილზე მუშაობს, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 170 თანამშრომელი იღებს მონაწილეობას კერების დამუშავებაში.
"მიუხედავად იმისა, რომ ლოკალიზაცია გვაქვს ხანძრის, ავიაცია კიდევ განაგრძობს მუშაობას, რომ ყველა საფრთხე იქნეს თავიდან აცილებული, ასე რომ დამაიმედებელი პროგნოზები გვაქვს,“-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.