თუშეთში, ომალოში ხანძარია. დაღესტნის საზღვართან ცეცხლი ბალახს მოედო. ომალოს გამგებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლი ძლიერი არ არის.
როგორც რუსთავი2-ს საგანგებო სიტუციების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 3 სამაშველო-სახანძრო ჯგუფი მუშაობს.