ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე, 24 წლის გოგო საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადმოვარდა.
როგორც რუსთავი2-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, გოგონა მძიმე მდგომარეობაშია და მრავლობითი ტრავმები აღენიშნება. ის ტრავმული შოკით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რამ გამოიწვია დაშავებულის სიმაღლიდან გადმოვარდნა, უცნობია.
შსს-მ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისმობს.