18 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
ქართველი მუსიკოსების იმპროვიზებული საღამო ღია ცის ქვეშ 31 აგვისტოს გაიმართება

Chill Out Baby - ასე ეწოდება ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების ახალ სიმღერას, რომელიც სპონტანურად ერთი თვის წინ ბათუმში შეიქმნა.

მუსიკოსები - ნატალია ნაყოფია, ვაჟა მანია და პიანისტი პაპუნა შარიქაძე სიმღერას, რომელიც მხოლოდ კარგ მოგონებებთან ასოცირდება, პირველად 31 აგვისტოს შეასრულებენ.

ახალი სიმღერის გარდა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამუსიკო კოლეჯის ქართველი სტუდენტები კიდევ რამდენიმე ერთობლივ ნაწარმოებს შეასრულებენ.

ღია ცის ქვეშ ქართველი მუსიკოსების იმპროვიზებული საღამო 31 აგვისტოს, საღამოს 9 საათზე, დაიწყება. 

დღის ამბები