18 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
ტყის ხანძრები საქართველოში - უკრაინა დასახმარებლად სახანძრო თვითმფრინავს აგზავნის

ტყის ხანძრებთან საბრძოლველად უკრაინა საქართველოში დღეს სახანძრო თვითმფრინავს აგზავნის.

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, პეტრო პოროშენკომ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს ქართული მხარისთვის დახმარების გაწევა დაავალა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი საკუთარ "facebook" გვერდზეც ადასტურებს.

სვიატოსლავ ცეგოლკოს თქმით, სახანძრო თვითმფრინავი ოდესიდან ბათუმში დღეს ჩაფრინდება. როგორც ცნობილია "ან 32-ი-პე" ტიპის თვითმფრინავს წყლის 4 გარე ავზი გააჩნია, რაც ჯამში 8 ტონამდე წყალს იტევს.

დღის ამბები