18 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
საჯარო დაწესებულებებში შრომითი ანაზღაურების წესი - IDFI კანონში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს 

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" საჯარო დაწესებულებებში შრომითი ანაზღაურების წესის შეცვლის აუცილებლობასა და ახლად მიღებულ კანონში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს.  

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, კანონმა უნდა უზრუნველყოს, რომ ერთი და იგივე პოზიციაზე მყოფ თანამდებობის პირებს არ ჰქონდეთ განსხვავებული ხელფასი. ასევე მათი განცხადებით მნიშვნელოვანია, მაღალი თანამდებობის პირებზე არ გაიცეს პრემიები და დანამატები.

IDFI იმედოვნებს, რომ მათი ინიციატივები და რეკომენდაციები კანონპროექტის სახეს მიიღებს და პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნება.

„სახელმწიფო პოლიტიკური პირებისთვის აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით შენარჩუნებულია დანამატების და პრემიების შესაძლებლობა. IDFI-ის მოსაზრებით ძალიან მაღალი თანამდებობის პირებს არ უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო დანამატების და პრემიების მიღების შესაძლებლობა,“-განაცხადა საბა ბუაძემ.

დღის ამბები