18 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
აბასთუმანში ხანძარს მოხალისეებიც აქრობენ, პროცესში ბერებიც იღებენ მონაწილეობას

აბასთუმანში ხანძარს მოხალისეებიც აქრობენ. პროცესში მონაწილეობას ბერებიც იღებენ. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებული არ არის, თუმცა აბასთუმნის ტყეში ქარი ჩადგა და შესაძლოა, ხანძრის ლიკვიდაცია დღის ბოლომდე მოხერხდეს.

სტიქიის ზონაში მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურები.

აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართულ დანაყოფებთან ერთად, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ირანის ავიაცია ჩაერთვება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები