18 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
"დემირელის" კოლეჯს ავტორიზაცია შეუჩერდა - გადაწყვეტილებას პედაგოგები, მოწავლეები და მათი მშობლები აპროტესტებენ

დემირელის სახელობის კოლეჯს ავტორიზაცია შეუჩერდა. გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ მიიღო.

სკოლამ ავტორიზაციის 5-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ საბჭოს კვლავ მიმართა, თუმცა უარი მიიღო. ფაქტს სკოლის დირექტორი, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები აპროტესტებენ.

„აღშფოთებულები ვართ იმ ბრალდებებით, რის საფუძველზეც საქართველოს მთავრობა ცდილობს ერთ-ერთი საუკეთესო კოლეჯის საქართველოში, დახურვას და უცხო ქვეყნის დაკვეთის შესრულებას,“ - აცხადებს „დემირელის“ კოლეჯის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი.

მოსწავლეების განცხადებით, კოლეჯში განათლების მისაღებად არაჩვეულებრივი პირობებია და მისი დახურვა მიუღებელია.

დემირელის სახელობის კოლეჯის დირექტორი, ნინო კავთიაშვილი, აცხადებს, კოლეჯს რეპუტაცია ჯერ კიდევ ზაფხულში შეელახა, როდესაც მისი მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.

„მე არ ვუკავშირებ ამ ყველაფერს პოლიტიკურ პროცესს, მაგრამ ამან ძალიან შეარყია სკოლის რეპუტაცია. არ დასტურდება სასწავლო მერხების მფლობელობა, რომ საკუთრებაა „დემირელის“ კოლეჯის. ამ დროს, იურიდიულად ამ კუთხით ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ არ ჩათვალეს, რომ კოლეჯს ეკუთვნის მერხები. ასევე არ მოეწონათ ჩვენი სკოლის მოედანი,“ - განაცხადა ნინო კავთიაშვილმა.

დღის ამბები