განათლების სამინისტროში „დემირელის“ კოლეჯისთვის ავტორიზაციის შეწყვეტის თაობაზე განცხადებას აკეთებენ. უწყებაში ამბობენ, რომ კოლეჯის მოსწავლეებსა და პედაგოგებს სხვა სკოლებში გადანაწილების პროცესს ხელს შეუწყობენ და ეს მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდება.
„დემირელის კოლეჯს ჰქონდა დარღვევები, თუმცა ამავდროულად ჰყავდა ძალიან კარგი მოსწავლეები და კომპეტენტური მასწავლებლები და ჩვენ ყველა პირობას შევქმნით, რომ მათ სხვა სკოლებში გადანაწილების პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ,“ - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნატა ასათიანმა.
შეგახსენებთ, რომ სკოლამ ავტორიზაციის 5-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ საბჭოს კვლავ მიმართა, თუმცა უარი მიიღო. ამ ფაქტს კოლეჯის დირექტორი, მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები აპროტესტებენ.