საქართველოში 14-მდე შვეულფრენი არის რეგისტრირებული. ამ ვერტმფრენებს ხანძრის ჩაქრობის სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა შეუძლიათ, თუმცა, სახელმწიფო ამ შვეულმფრენების უმეტესი ნაწილის მფლობელ კომპანიას, რომელიც ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს, ეკუთვნის, დახმარების თხოვნით არ მიმართავს.
ირკვევა, რომ მაშინ, როდესაც საქართველო ხანძარს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ერთი ვერტმფრენითა და მეგობარი ქვეყნების ავიაციის დახმარებით ებრძვის, ქართული მი-8-ები სამაშველო ოპერაციებს ავღანეთში ახორციელებენ.
ეს ოპერაციები, რომლებსაც სპეციალურად აღჭურვილი საფრენი აპარატები ახორციელებენ, კომპანიის მფლობელს მილიონების გამომუშავების საშუალებას აძლევს.
დეტალები იხილეთ 21:00 საათზე კურიერში.