სამცხე-ჯავახეთში ბოლო ათი დღის განმავლობაში გაჩენილი მეოთხე მასშტაბური ხანძრის შემდეგ ხელისუფლება დივერსიასა და ცეცხლის განზრახ გაჩენაზე ალაპარაკდა.
უკვე მეორე დღეა, აბასთუმნის ტყე იწვის. გუშინ სამ საათზე ერთ ჰექტარზე გაჩენილი ცეცხლი ახლა, თითქმის, ათ ჰექტარს უკიდია.
აბასთუმანში, ახალციხესა და ბორჯომში ცეცხლი ტყეს მიუვალ ადგილას მოეკიდა, რამაც ხანძრის ჩაქრობა გაართულა. ადგილობრივი მოსახლეობა საეჭვო გარემოებებზე საუბრობს. ამბობენ, რომ იქ, სადაც ხანძარი გაჩნდა, მოსახლეობა არ გადაადგილდება და შეუძლებელია, ხანძრის გამომწვევი მიზეზი დაუდევრობა იყოს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, არ გამორიცხავს, რომ მასშტაბური ხანძარი ბორჯომის აბასთუმნისა და ახალციხის ტყეებში დივერსიის შედეგია.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი, ხატია დეკანოიძე, საგამოძიებო უწყებებს გულგრილობაში ადანაშაულებს.
Global Forest Watch-ის მონაცემებით, ბოლო 10 დღის განმავლობაში საქართველოს ხანძრის 568 კერა დაფიქსირდა.