მეორე დღეა, აბასთუმნის ტყეში ხანძარი მძვინვარებს, ცეცხლი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და წიწვოვანი ტყის, თითქმის, 10 ჰექტარზეა მოდებული. ხანძრის ჩაქრობას აბასთუმანში კერების მდებარეობა ართულებს.
აბასთუმანში ავიაციამ მუშაობა დაბნელების შემდეგ შეწყვიტა, თუმცა ვერტმფრენები და უკრაინული თვითმფრინავი აბასთუმნის ხანძრის ჩაქრობას ხვალ დილიდან გააგრძელებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხანძრის კერებიდან ცოცხალი ძალა გამოიყვანონ, თუმცა მცირე რაოდენობით მორიგე ჯგუფები ადგილზე მაინც რჩებიან.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, ამ ეტაპზე აბასთუმნის ტყეში ცეცხლის სამი კერაა. მისი შეფასებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.