18 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
აბასთუმანში ხანძრის კერებთან ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა დიდი რაოდენობით არის მობილიზებული

აბასთუმანში ხანძრის კერებთან ათეულობით ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაა შეყვანილი, გაჭრილია ხუთ კილომეტრამდე გზა.

საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, აბასთუმნის მიმდებარედ, შერეული ტყის მასივში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

ამ პროცესში ჩართულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 1000-ზე მეტი თანამშრომელი, ასევე სასაზღვრო პოლიციის და კომპანია თუშეთის ვერტმფრენები.

გუშინ, დღის მეორე ნახევარში, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო უკრაინის თვითმფრინავი და აზერბაიჯანის ვერტმფრენი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ერთი ვერტმფრენი მუშაობს და ერთ კერძო კომპანია თუშეთის. ასევე შემოგვემატა უკრაინული თვითმფრინავი, დღის ბოლოსთვის შემოგვემატა აზერბაიჯანული ერთი ვერტმფრენი და დილიდან უკვე ორი თურქული ვერტმფრენი დაემატება ამას. დამატებითი გზების გაჭრა შეიძლება, დაგვჭირდეს,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

დღის ამბები