18 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
ხანძარი აბასთუმანში - ცეცხლის ლოკალიზებას 4 ვერტმფრენი და ცოცხალი ძალა ცდილობს 

აბასთუმანში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები გრძელდება. აბასთუმნის ტყეში ცეცხლის კერებთან მუშაობა განაახლა ავიაციამ.  ამ დროისთვის ტყის ხანძრის ჩაქრობას ოთხი ვერტმფრენი ცდილობს.

ცეცხლის კერებზე ორი ქართული, ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და ერთი უკრაინული თვითმფრინავი მუშაობს. ოფიციალური ინფორმაციით, ერთ თურქული ვერტმფრენი უკვე ბათუმშია და ის სამუშაოებში დღის ბოლომდე ჩაერთვება.

პროცესში ჩართულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 1000-ზე მეტი თანამშრომელი, ასევე სასაზღვრო პოლიციის და კომპანია თუშეთის ვერტმფრენები.

ადგილი, სადაც ცეცხლის კერები მძვინვარებს, რთულად მისადგომია. რთული რელიეფური პირობების გამო, ცეცხლის ლოკალიზება უკვე მესამე დღეა, ვერ ხერხდება.

ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და სპეციალური ტექნიკა.

დღის ამბები