მეწყერი ჩამოწვა გვიან ღამით ამბროლაურში, წესი-ურავის მონაკვეთზე. ძლიერი წვიმისა და ქვათა ცვენის გამო, საავტომობილო გზაზე მთელი ღამის განმავლობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა 5 კილომეტრიან მონაკვეთზე აკრძალული იყო.
პერიმეტრს საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა. დილიდან ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მოძრაობა უკვე აღდგენილია. საქართველოს საავტომობილი გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზაზე არ არის შეზღუდვები.
საუბარია იმ მონაკვეთზე, სადაც 2 კვირის წინ მეწყერი ჩამოწვა და 3 სოფელი გარე სამყაროს მოსწყდა.
„გამთენიისას განახლდა მუშაობა, ამ მდგომარეობისთვის გზა უკვე გახსნილია ყველა ტიპის მანქანისთვის. ეს არის მეწყრული ადგილი. მეწყერი გააქტიურდა, ამ ეტაპზე არანაირი საშიშროება არ არის,“ - განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ.