ქავთარაძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა.
დაშავებული ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმის განცხადებით, მას სხეულის 45% აქვს დამწვარი.
ვაჟა ფშაველას მეექვსე კვარტალში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია, ჩამოინგრა ბინისა და მაღაზიის გამყოფი კედელიც. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული.
მომხდარზე გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.