დევნილებმა ქუთაისში, დევნილთა სამინსიტროს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოსთან აქცია გამართეს. ისინი გადანაწილების პრინციპს აპროტესტებდნენ.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ქალბატონმა ბენზინი გადაისხა, თუმცა, მას ცეცხლის მოკიდების საშუალება არ მისცეს.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, შეხვდა და დევნილებს თითოეული საქმის პირადად შესწავლას დაჰპირდა. მისი თქმით, სექტემბერში ბინით 425 ოჯახი დაკმაყოფილდება, თუმცა, ახლო მომავალში კიდევ რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი.
დევნილები აცხადებენ, რომ შერჩევის პროცესში, მათ განუცხადეს, რომ ბინის მისაღებად საკმარისი ქულები ჰქონდათ, თუმცა, საბოლოო ჯამში, იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაწილს ბინა არ ერგოთ.