18 ნოემბერი 2024,   16:01
ვრცლად
ქეთი დოლიძე "მკვლელებს" უწოდებს ყველას, ვინც მის გადაყენებას მხარს უჭერდა

ქეთი დოლიძე თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კულტურის მინისტრის ბრძანებას სოციალური ქსელით ეხმაურება.

რეჟისორი "მკვლელებს" უწოდებს ყველას, ვინც მის გადაყენებას მხარს უჭერდა.

„ნიკოლოზ რურუას ოფიციალურად ვულოცავ ჩემს მოხსნას. შეგისრულათ თქვენმა თანაპარტიელმა სურვილი და დავალება და კიდევ იმ 10 მოღალატეს და მკვლელს ჩემს თეატრში, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა! ბრავო ნინელი! ბრავო ზაზა!“ - წერს ქეთი დოლიძე.

„17 სექტემბრამდე ოფიციალურად მე ვარ ოფიციალურად სამხატვრო ხელმძღვანელი, მე ველოდები როდის ჩამოვა დასი იმიტომ, რომ ეს სპეციალურად გააკეთა გიორგაძემ, ელოდებოდა დასი რომელიც მთლიანად მიჭერს მხარს 10 კაცის გარდა ყველა, წასულიყვნენ ისრაელში, გაფრინდნენ თუ არა მოაწერა ხელი ,“-განაცხადა ქეთი დოლიძემ. 

დღის ამბები