ქართველი გულშემატკივრების გარკვეული ნაწილი ისრაელში არ შეუშვეს. 30-კაციანი ჯგუფიდან 11 მათგანი ებრაელმა სამართალდამცველებმა დროებით იზოლატორში გადაიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ ხვალ სამშობლოში დააბრუნებენ.
მომხდართან დაკავშირებით, ინფორმაცია საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გაავრცელა.
დღეს ევროპის 4 ქვეყანაში ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი იწყება. მასპინძელი ქვეყნებიდან ერთ-ერთი ისრაელია. საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს თელ ავივში გამართავს. გულშემატკივარი ისრაელში სწორედ ევრობასკეტზე დასასწრებად მიემგზავრებოდა.