18 ნოემბერი 2024,   15:59
ვრცლად
ხანძარი აბასთუმანში - ნახანძრალი სვირის ხეობა სამაშველო ოპერაციაში ჩართული ვერტმფრენიდან

ხვალ დილიდან აბასთუმანში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების ჩატარებაში შვეულმფრენი აღარ მიიღებს მონაწილეობას. "კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა დღეს ნახანძრალი სვირის ხეობა სამაშველო ოპერაციაში ჩართული ვერტმფრენიდან გადაიღო.

ხანძრის ჩაქრობაზე დღეს ერთი კერძო, ერთი შსს-ს ბალანსზე არსებული და მეგობარი ქვეყნების ოთხი ვერტმფრენი მუშაობდა. ორ-ტონიანი კალათით ვერტმფრენები წყალს, ახალციხე-აბასთუმნის გზაზე სპეციალურად მოწყობილი ავზიდან იღებდნენ.

ავიაციის გარდა აბასთუმანში დაცულ ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობას ცოცხალი ძალა ცდილობს. ცეცხლის კერებში ადგილობრივები, ჯარისკაცებსა და მოხალისეებთან ერთად იმყოფებიან.

შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი 3 დღეა აბასთუმანში ხანძრის ჩაქრობის დაგეგმვის ოპერაციებში პირადად მონაწილეობს. მინისტრი მომხდარის მიზეზებზე არცერთ ვერსიას არ გამორიცხავს, მათ შორის, არც დივერსიის ფაქტს.

აბასთუმნის დაცულ ტერიტორიაზე ხანზარსაწინააღმდეგო სამუშაოებს უკვე ცოცხალი ძალა გააგრძელებს, თუმცა ყველა საავიაციო ხომალდი პრევენციის მიზნით აბასთუმანში რჩება.

დღის ამბები