17 მაისი 2024,   07:11
ვრცლად
Agile Spirit 2017 - ამერიკული ჯავშანტექნიკა საქართველოში გუშინ შემოვიდა

"Agile Spirit 2017"-ის სწავლებისთვის განკუთვნილი ამერიკული ჯავშანტექნიკა საქართველოში გუშინ შემოვიდა.

ტანკები, საბრძოლო ჯავშანტრანსპორტიორები, ასევე მსუბუქი და მხარდამჭერი ტექნიკა ფოთის პორტში ჩამოტვირთეს და ახალციხეში სარკინიგზო გზით ჩაიყვანეს.

ამერიკის საზღვაო ქვეითების ჯავშანტექნიკას ფოთის პორტში საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე დახვდა.

სამხედრო სწავლებას ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრი და ორფოლოს პოლიგონი უმასპინძლებს.

სწავლების საველე და სამეთაურო საშტაბო ფაზები 3 სექტემბერს დაიწყება და 11 სექტემბერს საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება.

დღის ამბები