17 მაისი 2024,   08:24
ვრცლად
„ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტი საარჩევნო ადმინისტრაციას

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დღეს ქუთაისში ბრიფინგი გამართეს. პარტიის წარმომადგენლებმა იმერეთის მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების კენჭისყრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ კონკურსს უნდობლობას უცხადებს. მათი ინფორმაციით, საოლქო კომისიის თანამდებობის პირები დარღვევებზე არ რეაგირებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გია უკლება განმარტავს, რომ საუბნო კომისიის წევრთა სიები შერჩევის გარეშე უკვე არსებობს და კანდიდატები გამგეობასა და „ქართული ოცნების“ შტაბებში შეარჩიეს.

„პროგნოზირებადია ყველაფერი და რამდენიმე რაიონულმა ორგანიზაციამ სიაც კი წარმოადგინა უკვე და წინასწარ არის, ფაქტობრივად, ცნობილი, ვინ იქნება არჩეული და რომელი, რა უბნებზე გადანაწილდება, რა თანამდებობებზე,“ - განაცხადა გია უკლებამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, კონკურსიდან არ მოუხსნიათ არც ის 61 პირი, რომელიც წინა არჩევნების შემდეგ დისციპლინურ დევნას დაექვემდებარა.

 

დღის ამბები