17 მაისი 2024,   05:54
ვრცლად
„პატრიოტთა ალიანსის“ აქტივისტებმა ღამე თბილისის პარლამენტის შენობასთან გაატარეს

„პატრიოტთა ალიანსის“ აქტივისტებმა ღამე თბილისის პარლამენტის შენობასთან გაატარეს. მათ გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებების, სოციალური პრობლემების და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყეს.

პროტესტის უკიდურეს ფორმას წინ უძღოდა აქცია - მსვლეობა, რომელშიც პარტიის ლიდერებიც მონაწილეობდნენ.

ირმა ინაშვილის განცხადებით, აქციები მასობრივ ხასიათს მიიღებს. ინაშვილი ამბობს, რომ ლიდერები შიმშილობას იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუკი მათ მოთხოვნებს ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს.

დღის ამბები