17 მაისი 2024,   06:09
ვრცლად
ბავშვები სკოლაში "ქართული ოცნების" დროშებით - "ევროპული საქართველო" პრემიერს და განათლების მინისტრს მიმართავს

"ევროპული საქართველო" პრემიერსა და განათლების მინისტრს ქედის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. პარტიაში აცხადებენ, რომ სამინისტრომ სკოლების პოლიტიკური აქტივობებისგან დისტანცირება უნდა უზრუნველყოს.

პარტია ყურადღებას ამახვილებს ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში გადაღებულ პირველკლასელთა ფოტოებზე, სადაც მოსწავლეებს „ქართული ოცნების“ დროშები უჭირავთ.

„ბავშვები პარტიის დროშებთან ერთად კლასში, ეს არის შემაშფოთებელი ფაქტი და ასეთი რამ ქართულ სკოლებში არ უნდა ხდებოდეს. მინისტრი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ მიხედოს განათლების სისტემას, ამაზე უნდა აკეთებდეს რეაგირებას,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

მისი თქმით, სკოლის მოსწავლეების პოლიტიკურ აქტივობებში ჩართვა, პირველი შემთხვევა არ არის.

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, მარიამ რამინაშვილი განათლების მინისტრს რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

დღის ამბები